"ამერიკაში აუტანელი სიცხეა და მსგავს პირობებში თამაში საშინელებაა" - ენცო ფერნანდესი

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ენცო ფერნანდესმა, ამერიკაში გამართული მატჩების შემდეგ კლიმატურ პირობებზე ისაუბრა...

ივლ. 12, 2025 - 18:57
 0
"ამერიკაში აუტანელი სიცხეა და მსგავს პირობებში თამაში საშინელებაა" - ენცო ფერნანდესი
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ენცო ფერნანდესმა, ამერიკაში გამართული მატჩების შემდეგ კლიმატურ პირობებზე ისაუბრა. როგორც არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს, მაღალი ტემპერატურა ფეხბურთელებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

აშშ-ში თამაში მართლაც რთულია. სიცხე ზოგჯერ აუტანელი ხდება და თამაშის ხარისხზეც მოქმედებს. რამდენიმე დღის წინ მოედანზე თავბრუსხვევა მქონდა და მიწაზე წოლა დამჭირდა. იმედია, მომავალში მატჩების განრიგს უკეთესად დაგეგმავენ,“ — განაცხადა ფერნანდესმა.

ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და პსჟ დაუპირისპირდებიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow