ამერიკულმა ავიამზიდმა ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი

გემების თვალთვალის ვებსაიტ მარინ ტრეფიკის მონაცემებით, აშშ-ის ავიამზიდმა უ-ეს-ეს ნიმიცმა ორშაბათს დილით სამხრეთ ჩინეთის ზღვა დატოვა და დასავლეთისკენ გაემართა. ავიამზიდმა მანამდე ვიეტნამში დაგეგმილი მარშრუტი გააუქმა. ჰანოიში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს „გადაუდებელი ოპერაციული მოთხოვნის“ გამო მოხდა.   აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურის განცხადებით, ავიამზიდების ჯგუფმა გასულ კვირას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციები ჩაატარა. ორშაბათს დილით ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სადაც ისრაელსა და ირანს შორის ძალადობის ესკალაციაა.

ივნ. 16, 2025 - 17:27
 0
ამერიკულმა ავიამზიდმა ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი

გემების თვალთვალის ვებსაიტ მარინ ტრეფიკის მონაცემებით, აშშ-ის ავიამზიდმა უ-ეს-ეს ნიმიცმა ორშაბათს დილით სამხრეთ ჩინეთის ზღვა დატოვა და დასავლეთისკენ გაემართა. ავიამზიდმა მანამდე ვიეტნამში დაგეგმილი მარშრუტი გააუქმა.

ჰანოიში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს „გადაუდებელი ოპერაციული მოთხოვნის“ გამო მოხდა.  

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურის განცხადებით, ავიამზიდების ჯგუფმა გასულ კვირას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციები ჩაატარა.

ორშაბათს დილით ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სადაც ისრაელსა და ირანს შორის ძალადობის ესკალაციაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow