"ამის გაკეთება ძალიან მინდოდა" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება

საფრანგეთის ჩემპიონატში 21-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ მონაკოს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა...

თებ. 9, 2025 - 20:27
 0
"ამის გაკეთება ძალიან მინდოდა" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება
საფრანგეთის ჩემპიონატში 21-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ მონაკოს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა პსჟ-ის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"მსოფლიოს უბედნიერესი ადამიანი ვარ. მართლაც საუკეთესოა ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა.

ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ.

მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს!
", - განაცხადა ხვიჩამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow