"ამიტომ მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა წელს პსჟ-მ მოიგოს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, იუთუბ არხ IbraTV-სთან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბზე...

მაი. 4, 2025 - 15:57
 0
"ამიტომ მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა წელს პსჟ-მ მოიგოს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, იუთუბ არხ IbraTV-სთან მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბზე – „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა.

როგორც დაღესტნელმა სპორტსმენმა აღნიშნა, მისი სიმპათიები პსჟ-ს მიმართ არა მხოლოდ საფეხბურთო ასპექტებით, არამედ პირადი კავშირებითაც არის განპირობებული. „თუ არჩევანი 'მარსელსა' და 'პსჟ'-ს შორის უნდა გავაკეთო, უდავოდ პარიზელებს ვუჭერ მხარს. იქ ბევრი ჩემი ახლობელი მუშაობს, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი – ნასერ ალ ხელაიფი,“ – აღნიშნა ხაბიბმა.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულზე მეტია, რაც პსჟ აქტიურად ქმნის თავის სახელს ევროპულ სცენაზე და ნურმაგომედოვის აზრით, ახლა სწორედ ის დროა, როცა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა მოიგოს. „პსჟ-ს დიდი შრომა ჩაუდია ამ ეტაპამდე მისასვლელად – ინვესტიციები, ემოციური და ფიზიკური ძალისხმევა. მინდა წელს ჩემპიონები გახდნენ, ნასერ ალ ხელაიფი და მთლიანად კლუბი ამას იმსახურებს,“ – განაცხადა ვეტერანმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს და 7 მაისს პარიზში „არსენალს“ უმასპინძლებს განმეორებით მატჩში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow