ანრი ფუტკარაძე 20-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა!

ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავის შესანიშნავი შედეგი ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე

ივლ. 2, 2025 - 14:27
 0
ანრი ფუტკარაძე 20-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა!
ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ, ანრი ფუტკარაძემ საქართველო ასახელა და 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!

ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს!

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ანრიმ იდენტური ანგარიშით სწორედ ამ სპორტსმენს აჯობა ფინალში და მაშინაც კონტინენტურ პირველობას იტალიამ უმასპინძლა!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow