ანსუ ფატი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

ანსუ ფატი კარიერის ახალ ეტაპს საფრანგეთში იწყებს — ესპანელი შემტევი იჯარის წესით "მონაკოს" შეუერთდა - ფრანგულ კლუბს კი მისი გამოსყიდვის...

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
ანსუ ფატი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ანსუ ფატი კარიერის ახალ ეტაპს საფრანგეთში იწყებს — ესპანელი შემტევი იჯარის წესით "მონაკოს" შეუერთდა - ფრანგულ კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, ხოლო ფეხბურთელი ამ კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ფატის ტრანსფერის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მონაკოში გადასვლამდე ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც იჯარის წესით დატოვებს კლუბს.

ანსუ ფატი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. მან კატალონიური გუნდის პირველ გუნდში 123 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. ასევევ, მას ერთი სეზონი ინგლისის პრემიერ ლიგაში, "ბრაიტონის" რიგებში იჯარით აქვს გატარებული, სადაც 4-ჯერ გამოიჩინა თავი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow