არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა – მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა

სოციალურ ქსელში მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა.  “არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა“– ამ სახელწოდების მარში 8 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება. მარშის ორგანიზატორები ყევლას მოუწდობენ ფილარმონიასთან მივიდნენ და შემდეგ კი მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლონ. არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა.  ბოლო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის შეტევამ მედიაორგანიზაციები გაქრობის საფრთხის […] The post არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა – მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა appeared first on .

აპრ. 3, 2025 - 19:57
 0
არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა – მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა

სოციალურ ქსელში მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა.

 “არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა“– ამ სახელწოდების მარში 8 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება.

მარშის ორგანიზატორები ყევლას მოუწდობენ ფილარმონიასთან მივიდნენ და შემდეგ კი მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლონ.

არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა. 

ბოლო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის შეტევამ მედიაორგანიზაციები გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. შემზღუდავი კანონები, პოლიტპატიმარი ჟურნალისტები, ცემა, მუქარა, ცენზურა, დევნა ქართული მედიის ყოველდღიურობა გახდა. 

ამ რთულ გზაზე თავისუფალი სიტყვისა და სიმართლისთვის ბრძოლას ვირჩევთ. არ ვაპირებთ გაჩუმებას და გაჩერებას. თუმცა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა მხოლოდ ჟურნალისტების საქმე არ არის და მისი გაქრობით თითოეული მოქალაქე დაზარალდება. ეს კარგად იცის საზოგადოებამ, რომელიც თვეებია, ქუჩაში იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის. 

ჩვენი ერთობა და სოლიდარობა მთავარი იარაღია მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი გაჩუმება და ხმის ჩახშობა სურს. 

შემოგვიერთდით სამშაბათს, 8 აპრილს, 20:00 სთ-ზე, ფილარმონიასთან და მარშით გავემართოთ რუსთაველისკენ“,-წერია ინფორმაციაში.

 

The post არ იქნება მედია – არ იქნება თავისუფალი სიტყვა – მედიის სოლიდარობის მარში დაანონსდა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow