"არ მესმის ბაიერნი რას აკეთებს" - ლოთარ მათეუსი
გერმანულ მედიაში ლოთარ მათეუსის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ბაიერნს მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს

"არ მესმის რას აკეთებს კლუბი. მათ სამხრეთ ამერიკელ ლუის დიასში, რომელიც უკვე 28 წლისაა, 75 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა ვოლტემადეს თაობაზე ნაბიჯებს ვერ დგამენ"
"რანაირად არ შეიძლება, რომ თუ ამ ასაკის დიასში ამხელა ფულს იხდი, შემდეგ 23 წლის გერმანელში დიდი ფული დააბანდო? დარწმუნებული ვარ, რომ შტუტგარტი ანალოგიურ ფასად ვოლტემადეს სულ თავისუფლად გამოუშვებდა", - თქვა მათეუსმა.
ბოლო საათებში რამდენიმე წყარომ დაწერა, რომ ბაიერნმა შეთანხმებას ვოლტემადეს თაობაზეც მიაღწია, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური არაფერია.
What's Your Reaction?






