არანაირი ფავორიტიზმი - ჩაბი ალონსო მბაპეს განსაკუთრებულად არ ექცევა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოსა და მადრიდის რეალის ლიდერის, კილიან მბაპეს შესახებ და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე წერს

ივლ. 7, 2025 - 00:27
 0
არანაირი ფავორიტიზმი - ჩაბი ალონსო მბაპეს განსაკუთრებულად არ ექცევა
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოსა და მადრიდის რეალის ლიდერის, კილიან მბაპეს შესახებ და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე წერს.

წყაროს ცნობით, რეალის მწვრთნელი გუნდში ფავორიტიზმის დანერგვას არ ანიჭებს უპირატესობას და ყველას ისე ექცევა, როგორც დაიმსახურებენ.

ამის დასტურად რომანოს ფრაგმენტი მადრიდის რეალისა და დორტმუნდის 1/4-ფინალის შეხვედრიდან მოჰყვას, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთში მბაპეს პოზიცია უხეშად დაკარგული ჰქონდა, ამას კი აუტის ხაზიდან ალონსო დიდი აგრესიით და ყვირილით შეხვდა.

როგორც ჩანს, თუ მბაპეს პსჟ-ში მინდორზე თავისუფლად სეირნობა შეეძლო და ლამის კლუბსაც მართავდა, ახლა მის კარიერაში სულ სხვა ეტაპი დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow