„არანაირი ფინანსური ზარალი არ მიმიღია” – ლაშა პაპაშვილი “რძის სკანდალზე”

გასულ კვირას მერძეული ფერმის “ყვარლის ბაგა” დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა რეპუტაციული ზიანის ფონზე, მედია საშუალებებსა და დარგის სპეციალისტებს ფერმაში უმასპინძლა, რასაც BM.GE-ც ესწრებოდა. პაპაშვილმა გიდობაც თავად ითავა და სტუმრებს ფერმაში არსებული ყველა დეტალი თავადვე გააცნო. ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი BM.GE-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, “რძის სკანდალის” შემდეგ მიიღო თუ არა კომპანიამ რიცხვებში გამოხატული ზარალი, მერძეული ფერმის დამფუძნებელი […] The post „არანაირი ფინანსური ზარალი არ მიმიღია” – ლაშა პაპაშვილი “რძის სკანდალზე” appeared first on .

მაი. 4, 2025 - 12:27
 0
„არანაირი ფინანსური ზარალი არ მიმიღია” – ლაშა პაპაშვილი “რძის სკანდალზე”

გასულ კვირას მერძეული ფერმის “ყვარლის ბაგა” დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა რეპუტაციული ზიანის ფონზე, მედია საშუალებებსა და დარგის სპეციალისტებს ფერმაში უმასპინძლა, რასაც BM.GE-ც ესწრებოდა. პაპაშვილმა გიდობაც თავად ითავა და სტუმრებს ფერმაში არსებული ყველა დეტალი თავადვე გააცნო.

ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი BM.GE-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, “რძის სკანდალის” შემდეგ მიიღო თუ არა კომპანიამ რიცხვებში გამოხატული ზარალი, მერძეული ფერმის დამფუძნებელი გადაჭრით ამბობს, რომ კომპანიას არანაირი ფინანსური ზარალი არ მიუღია.

„არანაირი ზარალი არ მიმიღია. უბრალოდ, ეს არის ემოციური და მორალური ზიანი, როცა თავს იკლავ, 150 მლნ ჩავდე ობიექტში, 24 საათი აქ ვარ. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ ძროხები უფრო მიყვარს და ხალხი კიდევ იფურთხება და იგინებიან, კარგია?! – ესაა საწყენი. მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ვიტან”, – ამბობს ბიზნესმენი.

BM.GE-ს კითხვაზე, რეპუტაციულ ზიანს ღია კარის დღე უშველის? – კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საშველი არაფერია, რადგან მათ კონტრაქტორ კომპანიებთან თანამშრომლობა არ გაუწყვეტია და მათთვის რძის მიწოდება არ შეუწყვეტიათ.

“საშველი არაფერი არ არის. ჩვენ არც ერთ კომპანიასთან არ შეგვიწყვეტია თანამშრომლობა. ყოველდღე სკრინინგი უტარდება რძეს და პატარა გადაცდომას არ გაპატიებენ. მოგიბრუნებენ უკან. უბრალოდ, მომხმარებელი შეიყვანეს შეცდომაში. კიდევ ვამბობ, რომ არც ფერმა და არც ჩვენი შვილობილი, გადამმუშავებელი კომპანია [რძის ლაბორატორია] არ ერთი გრამით არ შემცირებულა, პირიქით, პირველივე კვირაში 5%-ით გაიზარდა გაყიდვები”,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

The post „არანაირი ფინანსური ზარალი არ მიმიღია” – ლაშა პაპაშვილი “რძის სკანდალზე” appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow