“არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო...”- რას წერს ანა ჯაბაური კონსტანტინე გამსახურდიას შვილზე
5 წელი გავიდა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მძიმედ დაჭრეს. ამ დრომდე ის რეაბილიტაციის კურსს გადის. მის გვერდით მთელი ეს პერიოდი მისი მეუღლე ანა ჯაბაურია, რომელიც პერიოდულად მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.ამჯერად ანა ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცოტნე ძმისშვილმა მოინახულა. საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟზე, ზვიად გამსახურდია უმცროსზე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს."არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო. შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა. ბოლო წლებია გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს, დოქტორანტურაში სწავლობს, სადისერტაციო ნაშრომს ამზადებს ფილოსოფიასა და ისტორიაში. არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორია უკვე. ჯერ მარტო მის მიერ გერმანულ ენაზე დიდი ბაბუის "დიონისოს ღიმილის” საუცხოო თარგმანი რად ღირს…ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მუსიკოსი, და, უბრალოდ, კარგი ადამიანი - ზრდილი, თბილი, ტკბილი; ნამდვილი ინტელიგენტი, ძლიერი ქართული ფესვებითა და ევროპული დახვეწილობით - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსი.ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდ წინაპართა გენი შთამომავლობაზე ნამდვილად არ ისვენებს.პ.ს. საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, რაღა თქმა უნდა. შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ძმისშვილები ცოტნეს ფავორიტი ვიზიტორები არიან" - წერს ანა ჯაბაური.კონსტანტინე გამსახურდიას ორი ვაჟი ჰყავს - ზვიადი და დემეტრე. მათ შესახებ 2 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში კონსტანტინე ჰყვებოდა:"ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს.შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი".

ამჯერად ანა ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცოტნე ძმისშვილმა მოინახულა. საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟზე, ზვიად გამსახურდია უმცროსზე, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
"არასოდეს უცხოვრია საქართველოში ბედის უკუღმართობის გამო. შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა. ბოლო წლებია გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს, დოქტორანტურაში სწავლობს, სადისერტაციო ნაშრომს ამზადებს ფილოსოფიასა და ისტორიაში. არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და თარგმანის ავტორია უკვე. ჯერ მარტო მის მიერ გერმანულ ენაზე დიდი ბაბუის "დიონისოს ღიმილის” საუცხოო თარგმანი რად ღირს…
ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მუსიკოსი, და, უბრალოდ, კარგი ადამიანი - ზრდილი, თბილი, ტკბილი; ნამდვილი ინტელიგენტი, ძლიერი ქართული ფესვებითა და ევროპული დახვეწილობით - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსი.ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდ წინაპართა გენი შთამომავლობაზე ნამდვილად არ ისვენებს.
პ.ს. საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, რაღა თქმა უნდა. შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ძმისშვილები ცოტნეს ფავორიტი ვიზიტორები არიან" - წერს ანა ჯაბაური.
კონსტანტინე გამსახურდიას ორი ვაჟი ჰყავს - ზვიადი და დემეტრე. მათ შესახებ 2 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში კონსტანტინე ჰყვებოდა:
"ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს.
შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი".
What's Your Reaction?






