არეულობა საფრანგეთის ქალაქებში - დაკავებულია 427 ადამიანი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ფინალს პარიზში პსჟ-ის სტადიონზე დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. გამარჯვების შემდეგ გამართულ ზეიმზე კი 2 ადამიანი დაიღუპა. 17 წლის ბიჭი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 23 წლის კაცს კი ავტომობილი შეეჯახა, როდესაც სკუტერს ატარებდა. გულშემატკივრებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, დაწვეს ავტომობილები და გაუშვეს სასიგნალო რაკეტები. არეულობის შედეგად დააკავეს სულ მცირე 427 პირი. ფრანგმა სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.  დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები და მეხანძრეები. დამწვარია 200-ზე მეტი ავტომობილი.

ივნ. 1, 2025 - 15:27
 0
არეულობა საფრანგეთის ქალაქებში - დაკავებულია 427 ადამიანი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ფინალს პარიზში პსჟ-ის სტადიონზე დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

გამარჯვების შემდეგ გამართულ ზეიმზე კი 2 ადამიანი დაიღუპა. 17 წლის ბიჭი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 23 წლის კაცს კი ავტომობილი შეეჯახა, როდესაც სკუტერს ატარებდა.

გულშემატკივრებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, დაწვეს ავტომობილები და გაუშვეს სასიგნალო რაკეტები. არეულობის შედეგად დააკავეს სულ მცირე 427 პირი.

ფრანგმა სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. 

დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები და მეხანძრეები. დამწვარია 200-ზე მეტი ავტომობილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow