არჩილ ბერიძე: "თანახმა ვარ გუნდი ინვესტორებს გადავცე იმ შემთხვევაში, თუ.."
არჩილ ბერიძე: "თანახმა ვარ გუნდი ინვესტორებს გადავცე იმ შემთხვევაში, თუ.."

ამ ფონზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა და მფლობელმა, არჩილ ბერიძემ ღიად განაცხადა, რომ მზად არის კლუბი გადაუხდელი ვალების დაფარვის შემთხვევაში ახალ ინვესტორს გადასცეს. კლუბის ფანკლუბის განცხადებაში ნათქვამია: „ბერიძის თქმით, თუ გამოჩნდება სანდო ინვესტორი, რომელიც გადაიხდის დავალიანებას, ის მზად არის გუნდის საკუთრებაში გადაცემა განიხილოს.“
თავის მხრივ, დინამო ბათუმის ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, თუმცა ცდილობს გულშემატკივარი დააწყნაროს და აცხადებს, რომ მზადება და სავარჯიშო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
"პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოცემული ვადების გათვალისწინებით, კლუბი აჭარის მთავრობასთან ერთად ცდილობს ყველა მოთხოვნის შესრულებას. დინამო ბათუმი UEFA-ს ფინანსური მონიტორინგის პროცესში იმყოფება და ყველა პროცედურის დაცვით მოქმედებს,“ – აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ეროვნული ლიგის 18 ტურის შემდეგ, დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა 30 ქულით და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ ინარჩუნებს შანსს. თუმცა ფინანსური კრიზისი, თუ დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა გუნდს არა მხოლოდ ევროპულ სცენაზე, არამედ საშინაო ასპარეზზეც სერიოზული ზიანი მიადგეს.
What's Your Reaction?






