არც 21-წლამდელები - ვილი სანიოლის სია კიდევ უფრო დავიწროვდა

სანიოლი ივნისის თვეში ახალ მოთამაშეებს გამოცდის

მაი. 19, 2025 - 21:57
 0
არც 21-წლამდელები - ვილი სანიოლის სია კიდევ უფრო დავიწროვდა
დღეს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვილი სანიოლი ივნისის თვეში ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს არ დაუძახებს და შანსი გამოუცდელ კადრებს მიეცემათ.

ამავე წყაროს მტკიცებით, სანიოლი არც იმ მოთამაშეებს დაუძახებს, რომლებიც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის ფეხბურთელები, ვინც ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადში იქნებიან, ეროვნული გუნდის სიაში არ მოხვდებიან.

საუბარია ირაკლი აზაროვზე, საბა გოგლიჩიძეზე და ლუკა ლაცაბიძეზე, ვინც მარტში ვილი სანიოლის განკარგულებაში იყვნენ.

- წერს ქართული გვერდი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow