"ასეთი ხალხი სულ ძირითადში ითამაშებს" - ვინ არის ლუის ენრიკეს ფავორიტი

როგორი მოთამაშეები მოსწონს ენრიკეს

აპრ. 21, 2025 - 18:27
 0
"ასეთი ხალხი სულ ძირითადში ითამაშებს" - ვინ არის ლუის ენრიკეს ფავორიტი
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრებს ნანტის, ნიცას და არსენალის წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ თქვა:

ყველა შეხვედრაში უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ნანტი ახლა დაბალ პოზიციებს იკავებს და სიტუაციის გამოსწორება სურს, რაც მათთვის დამატებით მოტივაცია იქნება.

რას ვიზამთ არსენალთან? - ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩემთვის ისეთი ფეხბურთელები იმსახურებენ ძირითადში მუდმივ ადგილს, რომლებიც პოზიციათა ცვლილებაზე არ წუწუნებენ და ყველაფერს აკეთებენ გუნდის დასახმარებლად.

- თქვა ენრიკემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow