აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დროებით დევნილ სტუდენტებს მასპინძლობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუდენტებმა სამინისტროს შენობა დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით არსებულ სამუშაო პროცესებს. „შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე ქვეყნის ეკონომიკურ […]


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდენტებმა სამინისტროს შენობა დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ ფინანსური მართვის, ბიუჯეტირების, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით არსებულ სამუშაო პროცესებს.
„შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტაჟირების და კარიერული განვითარების პროგრამების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






