აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე – არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მანამ არ მოხსნის, სანამ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა რაიმე განხილვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემსუბუქებასთან დაკავშირებით. „არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება“, – […]


ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მანამ არ მოხსნის, სანამ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა რაიმე განხილვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება“, – აღნიშნა ბრიუსმა.
მისი თქმით, ბზობის შემდეგ, როდესაც ქალაქ სუმზე თავდასხმა განხორციელდა, აშკარაა დინამიკა, სადაც მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ერთგული.
„თუმცა, არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის და ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე – სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება. სანამ ეს არ შეიცვლება, შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება და ჩვენ, ცხადია, ამ მხრივ ცეცხლის შეწყვეტისთვის ვაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
What's Your Reaction?






