აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ - V is for Vino ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ღვინის შოუს, V is for Vino-ს გადამღები ჯგუფის წევრებს შეხვდა. მედიის წარმომადგენლები ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც წლის ბოლოს, V is for Vino-ის ყველა პლატფორმაზე – ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე-ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდება. „ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების წარმოება განსაკუთრებით საჭიროა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. მოხარული ვარ, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით სწორედ V is for Vino-მ იმუშავა საქართველოში ამ მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური გადაღებების შემდეგ, მისი ყველა პლატფორმის საშუალებით შეიტყობს აშშ-ს მოსახლეობა ქართული ღვინის კულტურის შესახებ“, – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე. გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწვივნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა. ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც იძლევა დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციები გამყარდეს. აშშ-ში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners მხარდაჭერით, ღვინის შოუს, V is for Vino-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა.აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, The New York Times, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

აპრ. 19, 2025 - 12:27
 0
აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ - V is for Vino ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ღვინის შოუს, V is for Vino-ს გადამღები ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მედიის წარმომადგენლები ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც წლის ბოლოს, V is for Vino-ის ყველა პლატფორმაზე – ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე-ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდება.

„ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების წარმოება განსაკუთრებით საჭიროა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. მოხარული ვარ, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით სწორედ V is for Vino-მ იმუშავა საქართველოში ამ მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური გადაღებების შემდეგ, მისი ყველა პლატფორმის საშუალებით შეიტყობს აშშ-ს მოსახლეობა ქართული ღვინის კულტურის შესახებ“, – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე.

გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწვივნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა.

ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც იძლევა დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციები გამყარდეს.

აშშ-ში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners მხარდაჭერით, ღვინის შოუს, V is for Vino-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა.აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, The New York Times, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow