აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის
აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. ლევიტის თქმით, რადგან ჩინეთმა უარი განაცხადა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება – 54%-დან 104%-მდე. აღნიშნული განაკვეთით ტარიფები ჩინეთს სამშაბათიდან, 9 აპრილიდან, ჩამოერთმევა და ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე მინიმუმ 104%-იანი სატარიფო განაკვეთი […]


აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტის თქმით, რადგან ჩინეთმა უარი განაცხადა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება – 54%-დან 104%-მდე.
აღნიშნული განაკვეთით ტარიფები ჩინეთს სამშაბათიდან, 9 აპრილიდან, ჩამოერთმევა და ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე მინიმუმ 104%-იანი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს.
What's Your Reaction?






