ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მას აღნიშნულ პოსტზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოფიციალურად  წარადგენენ. გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.  2004-2005 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007 წლიდან სამსახურეობრივი კარიერა გააგრძელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში იყო აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი. ხოლო 2014 წლიდან დღემდე - ცენტრალური ოფისის, ბიუროს უფროსის მოადგილე. არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

მაი. 13, 2025 - 17:27
 0
ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მას აღნიშნულ პოსტზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოფიციალურად  წარადგენენ.

გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. 

2004-2005 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007 წლიდან სამსახურეობრივი კარიერა გააგრძელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

2007-2014 წლებში იყო აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი. ხოლო 2014 წლიდან დღემდე - ცენტრალური ოფისის, ბიუროს უფროსის მოადგილე.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow