ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. "მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130 -მდე კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო. მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130 -მდე კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო.
მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






