ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
პროევროპული აქციების მონაწილე რამდენი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე მარიანა თომაევა ექვსი პირის საქმეს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. მათ შორის საუბარია 31 იანვრის აქციაზე, რომელზეც სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გზას ვეღარ გადაკეტავდნენ, აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო რამდენიმე პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო, რასაც უსამართლოდ მიიჩნევს დაცვის მხარე. აქციის მონაწილეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

პროევროპული აქციების მონაწილე რამდენი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე მარიანა თომაევა ექვსი პირის საქმეს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. მათ შორის საუბარია 31 იანვრის აქციაზე, რომელზეც სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები „არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გზას ვეღარ გადაკეტავდნენ, აქტივისტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.
სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო რამდენიმე პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოება დაიწყო, რასაც უსამართლოდ მიიჩნევს დაცვის მხარე. აქციის მონაწილეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.
What's Your Reaction?






