ბათუმში კაცი მოკლეს

მკვლელობა ბათუმში – გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია გურამ ბერიძე. დანაშაული გუშინ, 24 მაისს საღამოს საათებში მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბერიძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მკვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია: “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის […] The post ბათუმში კაცი მოკლეს appeared first on .

მაი. 25, 2025 - 12:57
 0
ბათუმში კაცი მოკლეს

მკვლელობა ბათუმში – გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია გურამ ბერიძე. დანაშაული გუშინ, 24 მაისს საღამოს საათებში მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბერიძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მკვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.” აცხადებს უწყება

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post ბათუმში კაცი მოკლეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow