ბარსელონა ბილბაოდან ნიკო უილიამსის ტრანსფერს მიუახლოვდა
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ახალი სეზონიდან კატალონიის ბარსელონა ნიკო უილიამსს დაიმატებს

როგორც მოგეხსენებათ, ამაზე საუბრები აქამდეც მიმდინარეობდა და თითქოს, ბლაუგრანას ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ნიკო მაინც ბასკეთში დარჩა და ლა ლიგა ატლეტიკ ბილბაოსთან ერთად ჩაატარა.
ამჟამად სიტუაცია სხვაგვარადაა და როგორც წერენ, უილიამსი ბარსელონასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
თავის მხრივ, სათქმელია ისიც, რომ ბარსელონას კონკურენტის სახით მიუნხენის ბაიერნი ჰყავს. თუ ისე მოხდა, რომ ბარსამ ტრანსფერი კვლავ ვერ დახურა, მაშინ საქმეში ბაიერნი ჩაერთვება და უილიამსის დამატებას შეეცდება.
ნიკოს 2024/2025 წლების ლა ლიგის სეზონში ბილბაოს მაისურით ჯამში 5 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა მითვლილი.
What's Your Reaction?






