ბასილაშვილმა ფინალიც მოიგო! - ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ბასილაშვილმა ფინალიც მოიგო! - ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ივნ. 26, 2025 - 22:57
 0
ბასილაშვილმა ფინალიც მოიგო! - ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის, ძირითად ბადეში ბრუნდება — ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და 2022 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილი არგენტინელ ხუან კარლო ფიცოვიჩს დაუპირისპირდა. მატჩი ქართველი ჩოგბურთელისთვის რთულად დაიწყო — პირველი სეტი 1:6 დათმო, თუმცა შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და სამ სეტში ზედიზედ იმარჯვა: 7:5, 6:2, 6:1.

ნიკას მტკიცე ფსიქოლოგიური მომზადება და თამაშის ხარისხის ზრდა გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრძოლაში, რომელმაც მას საჩემპიონო ბადეში თამაშის უფლება მოუპოვა.

უიმბლდონის ძირითადი ბადის წილისყრა 27 ივნისს გაიმართება, ტურნირის მთავარი ეტაპი კი 30 ივნისს დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow