ბექა კობახიძე: რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მოხდა სასწაული

ისტორიკოსი, პროფესორი  ბექა კობახიძე რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მიმოიხილავს: რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მოხდა სასწაული. პირველ ტურში პოპულისტმა პრორუსმა კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა 41% მიიღო და მთელი 20%-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ნიკუშორ დანს, ვინც დედაქალაქ ბუქარესტის მერია, მყარად დგას ევროატლანტიკურ ვექტორზე და მხარს უჭერს უკრაინას. აქ ყაველაშვილს გაუჩნდა შანსი, რომ ევროპის ყველაზე […]

მაი. 19, 2025 - 11:57
 0
ბექა კობახიძე: რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მოხდა სასწაული
ისტორიკოსი, პროფესორი  ბექა რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მიმოიხილავს:
რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო ს მეორე ტური და მოხდა სასწაული.
პირველ ტურში პოპულისტმა პრორუსმა კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა 41% მიიღო და მთელი 20%-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ნიკუშორ დანს, ვინც დედაქალაქ ბუქარესტის მერია, მყარად დგას ევროატლანტიკურ ვექტორზე და მხარს უჭერს ს.
აქ ყაველაშვილს გაუჩნდა შანსი, რომ ევროპის ყველაზე სასაცილო “პრეზიდენტი” აღარ ყოფილიყო, რადგან სიმიონმა კითხვაზე თუ რა ფორმისაა დედამიწა – უპასუხა, რომ ამის შესახებ სპეციალისტებს უნდა კითხონ. მოკლედ, ორბანი და ფიცო დალაგებულ ხალხად ჩანდნენ ბატონ სიმიონთან შედარებით.
თუმცა, ვინც პირველ ტურში იზარმაცა და არ გავიდა არჩევნებზე, შეძრული აღმოჩნდა კარსმომდგარი საფრთხით და მეორე ტურში ქუდზე კაცი გავიდა. შესაბამისად, დანმა მიიღო 54%, ხოლო სიმიონმა 46%. ასეთი დაქაჩვა თუ ქამბექი ისტორიიდან არ მახსენდება.
ეს გამარჯვება კიდევ უფრო საკვირველია იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტურში მესამე ადგილზე 15%-ით გავიდა ვიქტორ პონტა, რომელიც სიმიონისამებრ პოპულისტია და ივარაუდებოდა, რომ პონტას ამომრჩევლები სიმიონისკენ გადაიხრებიდნენ. საბედნიეროდ, პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა.
ეს არაერთი მიმართულებით არის ძალიან კარგი ამბავი:
1. რუმინეთი არ დაიკარგა და ორბან-ფიცო არ გასამდა;
2. , მასობრივი ჩარევის მიუხედავად, რუმინეთში დამარცხდა;
3. ორბანს გაისად აქვს აქვს არჩევნები და ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად არის სერიოზული შანსი რომ წააგოს. რეიტინგები მის სასარგებლოდ არ მეტყველებენ.
დემოკრატიაცა და ავტორიტარიზმიც გადამდებია. სიმიონის გამარჯვება გააძლიერებდა ორბანის პოზიციებს არჩევნების წინ, ხოლო მისი მარცხი დაასუსტებდა. ჩემი აზრით, უნგრეთის არჩევნებზე ამას ექნება პირდაპირი გავლენა. ამიტომ, ორბანი ღიად უჭერდა მხარს სიმიონის გამარჯვებას. თუმცა, რუმინეთში (ტრანსილვანიის პროვინციაში) ცხოვრობს ერთი მილიონი ეთნიკური უნგრელი, რომლებიც ქუდზე კაცი შეიკრიბნენ და ნიკუშორ დანს მისცეს ხმა. რუმინეთის უნგრელთა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ს მიერ სიმიონის მხარდაჭერა. უნგრელთა ეს განწყობები, წესით, რუმინეთიდან უნგრეთში გადაედინება;
4. სექტემბერში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებია მოლდოვაში. რუსეთი შეეცდება მოლდოვის წაღებას. ასეთ დროს, რომ რუმინეთის, როგორც მოლდოვის “დიდი ძმის”, სათავეში პროევროპელი და პრომოლდოველი ლიდერია, ეს დიდად წაადგებათ მოლდოვის პროდასავლურ ძალებს;
5. ამერიკაში ტრამპის გამარჯვება ვერ გამოდგა გადამდები და ამას არ მოჰყოლია პოპულისტური ტალღა. უფრო კი პირიქით, კანადელმა და ავსტრალიელმა კონსერვატორებმა ფაქტობრივად მოგებული არჩევნები წააგეს, რადგან მათ მოსახლეობებს ტრამპიზმის შეეშინდათ. პოპულიზმმა წააგო რუმინეთშიც. გაჩნდა იმედი, რომ უკრაინაში ომის მსვლელობისას შეიძლება დროებით მაინც შეჩერდეს “პოპულისტური პანდემია” და ევროკავშირი შიდა არეულობის ნაცვლად გაერთიანებული გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. ეს ამბავი, საბოლოო ჯამში, ჩვენს შინნაზარდ პოპულისტებსაც დაარტყამთ, აუცილებლად. პოპულიზმი პანდემიაა, რომელიც ცალკე აღებული საქართველოში ვერ დამარცხდება და, მისი გლობალური დამარცხების შემდეგ, ცალკე აღებულ საქართველოში ვერც იარსებებს.
თუმცა, პოპულიზმის გლობალურ დამარცხებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. დღეს რუმინეთში გადარჩა ევროკავშირი, მაგრამ ხვალ შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყანაში გაიმარჯვოს პოპულიზმმა და ახალი ორბანი წარმოშვას. ამიტომ, აუცილებელია ევროკავშირმა მოძებნოს გზა და შეცვალოს მიდგომა. ევროკავშირის გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ხმათა 2/3-ით, რაც ცალკეულ პოპულისტებს ვეტოს უფლებას წაართმევს და ორბანებს ორბანობის ხიბლს დაუკარგავს.
ბუნა ზიუა რომანია!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow