ბექა ქურხული: ეს არის საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელება, რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ
მწერალი, სამხედრო ჟურნალისტი, ბექა ქურხული დაწრმუნებულია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში საზოგადოება კვლევა ერთად დადგება და აუცილებლად გაიმარჯვებს. როგორც მან “ტვ პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა, “ეს არის მომავლის ბრძოლა წარსულთან, სინათლის ბრძოლა სიბნელესთან, ეს არის საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელება“. დარწმუნებული ვარ, შეიძლება გულუბრყვილოდაც, გადამწყვეტ მომენტში ყველა ერთად ვიქნებით. მე ვერ გეტყვით, რა არის ეს გადამწყვეტი დრო და […]


მწერალი, სამხედრო ჟურნალისტი, ბექა ქურხული დაწრმუნებულია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში საზოგადოება კვლევა ერთად დადგება და აუცილებლად გაიმარჯვებს.
როგორც მან “ტვ პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა, “ეს არის მომავლის ბრძოლა წარსულთან, სინათლის ბრძოლა სიბნელესთან, ეს არის საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელება“.
დარწმუნებული ვარ, შეიძლება გულუბრყვილოდაც, გადამწყვეტ მომენტში ყველა ერთად ვიქნებით. მე ვერ გეტყვით, რა არის ეს გადამწყვეტი დრო და როდის იქნება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან ეს არის მომავლის ბრძოლა წარსულთან, სინათლის ბრძოლა სიბნელესთან, ეს არის საქართველოს საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელება, დამოუკიდებლობისთვის მტრის და რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ,-განაცხადა სამხედრო ჟურნალისტმა.
ქურხულმა “ქართული ოცნებაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის “ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინს, ხოლო გომელაური შოიგუს უდრის“.
აბსოლუტური ტოლობის ნიშანი მაქვს, 23 წლის აქციებიდან, რუსული კანონის მირწებიდან ჩემთვის ივანიშვილსა და პუტინს შორის ნული განსხვავებაა, ორივე მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელია. ესენი არიან ჩემი და ჩემი ქვეყნსი მტრები“,- დასძინა მან.
What's Your Reaction?






