ბორჯომში ტრაგედიას ქართველი ფეხბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა
საქართველოს ყოფილი ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ზურაბ გელაშვილი, 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში....

ზურაბ გელაშვილი სხვადასხვა დროს ასპარეზობდა ქართულ კლუბებში, მათ შორის: ქუთაისის „ტორპედო“, რუსთავის „მეტალურგი“, გურია, საპოვნელა, ზუგდიდი და ზესტაფონი.
ფეხბურთელმა ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ღირსებაც დაიცვა. მან U17 და U19 ნაკრებებში ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, მაშინ როდესაც 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო გიორგი დევდარიანი, ხოლო U19 ნაკრების ხელმძღვანელი გია ცეცაძე.
ზურაბ გელაშვილმა პროფესიონალური კარიერა 2024 წელს დასრულა.
Sportline.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
What's Your Reaction?






