“ბრაზმა თავის თავი ამოწურა” – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? – ელენე ჯაფარიძე

ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე: ????????რაც დრო გადის მით მეტად აქტუალურია ეს შეკითხვა: ⭕️რატომ ვაკლდებით ერთმანეთს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ერთად ყოფნა გვჭირდება? ⭕️კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ერთად დავდგეთ?! პასუხი მარტივია- ეს არის იმედგაცრუება, როდესაც ძალიან ინტენსიური ბრაზის შედეგად საწადელს ვერ მიაღწიე❗️ ბრაზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიური ემოციაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივიზმში. ის მოქმედებს როგორც […] The post “ბრაზმა თავის თავი ამოწურა” – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? – ელენე ჯაფარიძე appeared first on .

აპრ. 10, 2025 - 01:57
 0
“ბრაზმა თავის თავი ამოწურა” – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? – ელენე ჯაფარიძე

ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე:

????????რაც დრო გადის მით მეტად აქტუალურია ეს შეკითხვა:

⭕რატომ ვაკლდებით ერთმანეთს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ერთად ყოფნა გვჭირდება?

⭕კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ერთად დავდგეთ?!

პასუხი მარტივია- ეს არის იმედგაცრუება, როდესაც ძალიან ინტენსიური ბრაზის შედეგად საწადელს ვერ მიაღწიე❗

ბრაზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიური ემოციაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივიზმში. ის მოქმედებს როგორც მყისიერი კატალიზატორი:

➡ აჩენს რეაქციას და გადაყავს რეაქცია ქმედებაში.

დეკემბერში ჩვენ ბრაზის პიკს მივაღწიეთ.
მაგრამ ბრაზი, როგორც ენერგია, ერთ რამეს ვერ აკეთებს:

⭕ მას არ შეუძლია საკუთარი თავი შეინარჩუნოს დროში.
⭕ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ვერ ახერხებს იყოს მოტივატორი.
⭕ ნებისმიერი ბრაზი დროებითია.
⭕ ეს არის იმპულსი, და არა რესურსი.
⭕ ეს არის აფეთქება, და არა ძრავი.

რატომ არ მუშაობს ბრაზი, როგორც გრძელვადიანი პროტესტის ენერგია❓

ბრაზი ფიზიოლოგიურად გვფიტავს:

➡ ეს არის სტრესი, რომელსაც თან სდევს ადრენალინი, დაძაბულობა, კუნთოვანი სპაზმი, უძილობა.

➡ თუ ბრაზს შედეგი არ მოჰყვა, ორგანიზმი გადადის თავდაცვის რეჟიმზე, რომ თავი გადაირჩინოს და იწყებს ბრაზის განდევნას.

➡ ბრაზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვა გადადის შეგუება/მორჩილებაში.

➡ როდესაც ადამიანი რამდენჯერმე გამოხატავს აღშფოთებას, და ამაზე პასუხად ან იგნორირებაა, ან დაცინვა, ან ძალადობა —
ჩნდება მექანიზმი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ეწოდება “მოქმედების იმპულსის ჩახშობა”.

ეს ნიშნავს: „უაზრობაა ჩემი ბრაზი – აღარ ვრეაგირებ.“

შედეგად ➡ რაც უფრო მეტია საშინელება,
უფრო მეტად ვეგუებით.

ამ დროს ღირებულებები არ იცვლება –
უბრალოდ ტკივილის ზღვარი იზრდება.

შესაბამისად, შეკითხვაზე:

„რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაბრაზდეთ და გამოხვიდეთ❓❗

ჩემი პასუხია:

⭕ ბრაზმა თავის თავი ამოწურა❗
⭕ მას ვეღარ დაეკისრება საპროტესტო მუხტის წამოწევის როლი.

ახლა გვჭირდება – იმედი!

➡იმედი, რომ მოქმედებას აზრი აქვს.
➡იმედი, რომელიც ქმნის სისტემურ, თანმიმდევრულ რეაქციას:

„წინ ვივლი, არ დავთმობ და რა კარგია, რომ არ დავთმე!“

ამისთვის საჭიროა ფოკუსი:

1⃣ პატარა გამარჯვებებზე, რომლებიც გაგვახსენებს: „ჩვენ შევძელით“.

აქ არაა საუბარი პოლიტიკური მასშტაბის გარდატეხაზე –
ეს შეიძლება იყოს ერთი:

→ ერთი ადამიანი, რომელიც გამოუშვეს
→ ერთი სივრცე რომელუც არ დაიხურა
→ ერთი სასამართლო, რომელიც სამართლიანად დასრულდა.

2⃣ სიმბოლურ აქტებზე, რომლებსაც ემოციური ძალა აქვს:

–ბრაზი იკვებება ფაქტებით
– იმედი იბადება სიმბოლოებით.

3⃣ ახალი ემოციური ენის შემუშავებაზე (რაზეც წესით ოპო სპექტრი უნდა მუშაობდეს)

– ბრაზის ენა ემყარება დაპირისპირებას.
– იმედის ენა – სოლიდარობას.

მოკლედ, ბრძოლას სჭირდება ახალი ხმა, იმედიანი!

იქნებ ვიფიქროთ ამ მიმართულები.

The post “ბრაზმა თავის თავი ამოწურა” – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? – ელენე ჯაფარიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow