ბრედლი ბარკოლას გადაბირებით "ლივერპული" და "ბაიერნი" ინტერესდებიან
ბრედლი ბარკოლას გადაბირებით "ლივერპული" და "ბაიერნი" ინტერესდებიან

პარიზულ კლუბს და ლუის ენრიკეს სურს, რომ ბარკოლა მომავალი სეზონის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. ბარკოლას პროგრესით კმაყოფილები არიან როგორც კლუბის მენეჯმენტი, ასევე სამწვრთნელო შტაბი.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბარკოლას ტრანსფერით ყველაზე მეტად "ლივერპული" და "ბაიერნი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე პარიზში მტკიცედ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ფეხბურთელი არ იყიდება.
ბარკოლას 2024/25 წლების სეზონის სტატისტიკა შთამბეჭდავია: 58 ჩატარებულ შეხვედრაში, 21 გოლი და 19 საგოლე გადაცემა.
ამ მაჩვენებლებით, ახალგაზრდა ფრანგი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და მრავალმხრივი გარემარბია ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კლუბის მოტივაციას, იგი გუნდში შეინარჩუნოს.
What's Your Reaction?






