ბუდისტი ბერი ტაძრიდან $9 მილიონის მოპარვისთვის დააკავეს – თანხა ონლაინ აზარტულ თამაშებში იხარჯებოდა

ბუდისტი ბერი ტაძრიდან $9 მილიონის მოპარვისთვის დააკავეს – თანხა ონლაინ აზარტულ თამაშებში იხარჯებოდა ტაილანდის პოლიციამ ბუდისტი ბერი ფრა თამაჩირანუვატი დააკავა 9 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვის ბრალდებით. ბუდისტი ბერი ვატ რაი კინგის ტაძარში მოღვაწეობდა, რომელიც მორწმუნეების შემოწირულობებით ფინანსდებოდა, წერს South China Morning Post. ტაილანდის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ფრა ტამაჩირანუვატამ თანხა ტაძრის საბანკო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე […]

მაი. 19, 2025 - 23:57
 0
ბუდისტი ბერი ტაძრიდან $9 მილიონის მოპარვისთვის დააკავეს – თანხა ონლაინ აზარტულ თამაშებში იხარჯებოდა

ბუდისტი ბერი ტაძრიდან $9 მილიონის მოპარვისთვის დააკავეს – თანხა ონლაინ აზარტულ თამაშებში იხარჯებოდა
ტაილანდის პოლიციამ ბუდისტი ბერი ფრა თამაჩირანუვატი დააკავა 9 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვის ბრალდებით. ბუდისტი ბერი ვატ რაი კინგის ტაძარში მოღვაწეობდა, რომელიც მორწმუნეების შემოწირულობებით ფინანსდებოდა, წერს South China Morning Post.
ტაილანდის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ფრა ტამაჩირანუვატამ თანხა ტაძრის საბანკო ანგარიშიდან პირად ანგარიშზე გადარიცხა. გამომძიებლებმა ბერის ხარჯებს არალეგალური ონლაინ კაზინოების ქსელში მიაკვლიეს.
გამოძიების ბიუროს მოადგილე კომისარმა ჯარუნკიატ პანკაევმა განაცხადა, რომ ბერს ბრალი ქურდობაში, კორუფციასა და სხვა დანაშაულებში წაუყენეს.
„ეს [დაკავება] ჩვენი რელიგიის განწმენდას ისახავს მიზნად“, – თქვა მან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow