ბურთი მიწებებული აქვს - რა სტატისტიკას ავრცელებს OPTA გიორგი ჩაკვეტაძეზე

OPTA-ს ამ სტატისტიკით გიორგის ბადალი არ ჰყავს

მარ. 5, 2025 - 22:57
 0
ბურთი მიწებებული აქვს - რა სტატისტიკას ავრცელებს OPTA გიორგი ჩაკვეტაძეზე
ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა OPTA-მ ინგლისის ჩემპიონშიპის საინტერესო სტატისტიკები შემოგვთავაზა, ერთ-ერთ მათგანში კი გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერობს.

როგორც ირკვევა, ჩემპიონშიპში საქართველოს ნაკრების ლიდერი პირველ პოზიციას იკავებს იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ბურთთან ერთად ყველაზე დიდი დისტანცია აქვთ დაფარული.

OPTA-ს ცნობით, ჩაკვეტაძემ ბურთთან ერთად 5477 მეტრი დაფარა, მეორე ადგილოსან ჯო როდონს კი ჩაკვე ლამის 1 კილომეტრით უსწრებს.

ცნობისთვის, 25 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow