გადაწყვეტილია - ტიმო ვერნერი ზაფხულში ტოტენჰემს დატოვებს
ტოტენჰემის პოზიცია ტიმო ვერნერთან დაკავშირებით არ შეცვლილა და გერმანელ შემტევს ლაიპციგიდან არ გამოისყიდიან...

შესაბამისად, ვერნერს ზაფხულში გერმანიაში დაბრუნება მოუწევს, თუმცა, როგორც იწერება, ახალი კლუბების ვარიანტებს განიხილავს, რადგან მისი ლაიპციგში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ფორვარდმა ტოტენჰემის მაისურით ჩატარებულ 41 მატჩში თავი მხოლოდ 3 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.
What's Your Reaction?






