,, გაი-ს ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი” – რას წერს სააკაშვილი?
მიხეილ სააკაშვილი შალვა ოგბაიძის მიერ წულუკიანის კომისიაზე მონაყოლს ეხმაურება: ,,ქართული საგზაო პოლიციის (გაი-ს) ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი. სახელმწიფო ქონება, რომელიც მას აშკარად თავის საკუთრებად მიაჩნდა, “გააუქმეს” თურმე იმიტომ, რომ ნიკა ალასანიასთვის და ნიკა ყიფშიძისთვის გაეკეთებინათ ავტოდრომი. ამათგან ერთი, ჩემი ბიძაშვილი ნიკა ალასანია ცხოვრობს აშშ-ში ძალზე მოკრძალებულად, ხოლო ნიკა […] The post ,, გაი-ს ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი” – რას წერს სააკაშვილი? appeared first on .

მიხეილ სააკაშვილი შალვა ოგბაიძის მიერ წულუკიანის კომისიაზე მონაყოლს ეხმაურება:
,,ქართული საგზაო პოლიციის (გაი-ს) ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი.
სახელმწიფო ქონება, რომელიც მას აშკარად თავის საკუთრებად მიაჩნდა, “გააუქმეს” თურმე იმიტომ, რომ ნიკა ალასანიასთვის და ნიკა ყიფშიძისთვის გაეკეთებინათ ავტოდრომი. ამათგან ერთი, ჩემი ბიძაშვილი ნიკა ალასანია ცხოვრობს აშშ-ში ძალზე მოკრძალებულად, ხოლო ნიკა ყიფშიძე, ცნობილი ექიმი და მეცნიერი, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
მამა-შვილი თემური და ნიკა ალასანიები ვითომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მოსაკითხად რომ ჩამოვიდნენ, ცოტა ხნის წინ, სინამდვილეში აქ ყოფნისას თურმე “გადააფორმეს” ყველაფერი ოფშორებში და დღემდე იმ შემოსავლით ცხოვრობენო.
ჰოი საკვირველება!
ჩვენს თვალწინ ხდება კორუფციის რევანში, ამას თან ახლავს საქართველოს ისტორიის ძირფესვიანად გადაწერა.
უკრაინაში რუსეთი ითხოვს “დენაციფიკაციას”, რაც სხვა არაფერია თუ არა ერის ისტორიის გადაწერა, მისი გენეტიკური კოდის შეცვლის და ადვილად დამორჩილების მიზნით. საქართველოში ზუსტად ეს ხორციელდება.
მკვლელები და ყაჩაღები გვადანაშაულებენ ძალადობაში, კორუფციის მამები – მათი კორუმპირებული მონაგარის მითვისებაში. საქართველოს მოღალატეები ბრალს გვდებენ ეროვნული ინტერესების ღალატში.“
The post ,, გაი-ს ობერ-კორუმპირებული უფროსი ობგაიძე აცხადებს, რომ მას ჩემი პრეზიდენტობის დროს წაართვეს ბიზნესი” – რას წერს სააკაშვილი? appeared first on .
What's Your Reaction?






