გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია
სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, ავადმყოფობის შედეგად, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, “ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ “ცხელი შოკოლადის“ და “არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ “მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხარბედია ინფორმაციას “არილი“ ავრცელებს: “წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურის მცოდნე, “არილის” რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა,“ – […] The post გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია appeared first on .

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, ავადმყოფობის შედეგად, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, “ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ “ცხელი შოკოლადის“ და “არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ “მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხარბედია
ინფორმაციას “არილი“ ავრცელებს:
“წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურის მცოდნე, “არილის” რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა,“ – წერს გამოცემა.
“ჩემი მახო გარდაიცვალა, ვეღარ გაუძლო და აწი ჩვენ როგორ გავუძლოთ მახოს გარეშე ასეთ ქვეყანას.
ყველაფერი მასწავლა, კითხვა, მოსმენა, აზროვნება, ყურება, ოთხი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ვერასოდეს ვაზროვნებდი ისე როგორ მახო აზროვნებდა.
რა გაუკეთებია ქვეყნისთვის და რამდენი ადამიანისთვის გაუჩენია იმედი, ეს ჩემზე კარგად იცით ბევრმა, რამდენ ადამიანს დაანახა საკუთარი შესაძლებლობები, რამდენი დაარწმუნა საკუთარ თავში.
კიდე ბევრის დაწერა მომიწევს მახოზე მომავალში და აუცილებლად დავწერ,“ – წერს მსახიობი თემო კუპრავა.
The post გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია appeared first on .
What's Your Reaction?






