გატუზო იტალიის ნაკრების გაწვრთნის? - სპალეტიმ ეროვნული გუნდი დატოვა
გატუზო იტალიის ნაკრების გაწვრთნის? - სპალეტიმ ეროვნული გუნდი დატოვა

სპალეტის შემცვლელი უკვე თითქმის გადაწყვეტილია — ჯენარო გატუზო. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია და მისი ოფიციალური დანიშვნა უახლოეს დღეებში შედგება.
47 წლის სპეციალისტმა მწვრთნელობა 2013 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუშაობდა არაერთ ცნობილ კლუბში — მილანი, ნაპოლი, ვალენსია, მარსელი და ბოლოს ხორვატიული ჰაიდუკ სპლიტი, რომელიც მიმდინარე წელს დატოვა.
გატუზოს დანიშვნა ნაკრების სათავეში ახალი ეპოქის დასაწყისად ითვლება, რომელსაც დიდი გამოწვევები ელის — მათ შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კვალიფიკაცია და გუნდის სტრუქტურული განახლება.
იტალიის ფედერაციის ოფიციალური განცხადებას კი უახლოეს დღეებში ველოდებით.
What's Your Reaction?






