“გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი

სააგენტო "პარალელი" “გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი “საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს. გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე. ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. გავრილოვის ღამის შემოქმედები, ქვეყნის […] “გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი პარალელი

აპრ. 15, 2025 - 20:27
 0
“გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს. გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე. ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – “ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. გავრილოვის ღამის შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს ხარებასთვის და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან.

მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“გახარიას არ ეყო გამბედაობა შეეხსენებინა წულუკიანისთვის სამარცხვინო განცხადება ანწუხელიძეზე” – ლევან ხაბეიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow