გეპატიჟებით ჩემთან საკანში, ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველს – კაციას წილოსანს

ჟურნალისტი ნიკა კაცია ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის ფეისბუქ პოსტს პატიმართა პირობების შესახებ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში კაცია აღწერს საპატიმროში არსებულ მდგომარეობას და წილოსანს პირადად ეპატიჟება ამ ყველაფრის გასაზიარებლად. 11 აპრილს, ნინო წილოსანმა პროევროპულ აქიციებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ონისე ცხადაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული სახუმარო პოსტი გადააზიარა და დაწერა, რომ “მათ დროს [გულისხმობს, ნაციონალურ მოძრაობას] ციხიდან ცოცხლები […]

მაი. 2, 2025 - 03:57
 0
გეპატიჟებით ჩემთან საკანში, ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველს – კაციას წილოსანს

ჟურნალისტი ნიკა კაცია ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის ფეისბუქ პოსტს პატიმართა პირობების შესახებ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში კაცია აღწერს საპატიმროში არსებულ მდგომარეობას და წილოსანს პირადად ეპატიჟება ამ ყველაფრის გასაზიარებლად.
11 აპრილს, ნინო წილოსანმა პროევროპულ აქიციებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ონისე ცხადაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული სახუმარო პოსტი გადააზიარა და დაწერა, რომ “მათ დროს [გულისხმობს, ნაციონალურ მოძრაობას] ციხიდან ცოცხლები ვერ გამოდიოდნენ”, ახლა კი პატიმრები, თითქოს, დადებითაც აღწერენ ციხის პირობებს.
გთავაზობთ ნიკა კაციას წერილს უცვლელად:
“მამას გოგო, ქ. ნინო წილო, გავიგე საპატიმროში არსებული ვითარებით იკვეხნით და რეჟიმის ტყვეებს საზოგადოების თანადგომას გვამადლით! :))) ჯერ ერთი, თუ მხნედ ვართ, ისევ ჩვენივე სიმართლისა და სამშობლოს სიყვარულის გამო და ეს უკანასკნელი, რუსული მოტივებით გაჟღენთილისთვის, ანუ თქვენთვის უცხოა. მეორე, თუ რაიმე გაგვაჩნია აქ, ეს საზოგადოებისა და ჩვენი ოჯახების, მეგობრების დამსახურებაა და არა თქვენი რეჟიმის! რუსული რეჟიმის! როგორ არიან თქვენს მორჩილებაში მყოფი მონები, მონების-მონები, არ ვიცი და მეტი სიცხადისთვის გეპატიჟებით ჩემთან D-127 საკანში და მოვბრძანდით თქვენი FB თუ TIKTOK LIVE-ით და ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველს, უწყვეტ რეჟიმში! შევახედებთ სააბაზანოში, დაგითმობთ სველ წერტილს უშუალოდ “კამერაში”, ერთ საოცარ კერძს შემოგთავაზებთ, სახელად “წყლის სუპი” რომელსაც კომბოსტოს ჩაშუშულის მსგავსად, აქ მყოფთა უმრავლესობა არ მიირთმევს. გასინჯეთ სოსისი წვნიანიც, რომელშიც წყალში სოსისები ტივტივებენ, როგორც წყლის სუპში კარტოფილები. თქვენვე დაგითმობთ მენიუში წიწიბურას ფაფას და თქვენი იყოს კვირაში ერთი ცალი ჭიებით სავსე ვაშლიც. შეიგრძენით აქაური ხმაური, როცა ვიღაცას მოპირდაპირე კორპუსში, პერსონალიდან ვიღაც უხეშად ესაუბრება, ვითომ ფსიქოლოგს უგზავნის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და როცა მორიგ ჯერზეც დაიკვეხნით და ჩვენი მხნეობის პოსტს გააზიარებთ, ბევრჯერ გვაბუქნავეს აქ რეჟიმის ტყვეობაში და ეს საზარელი ფაქტიც სახალხოდ დაგმეთ. ასევე მოუყევით საზოგადოებას რომ შეზღუდულია საპატიმროში გასეირნების უფლებაც, რაზეც სახალხო დამცველსაც კი ხშირად მიუმართავს დეპარტამენტისთვის! მოკლედ, ნუ იტყუებით და ნუ ატყუებთ საზოგადოებას. ისე, თქვენც იყავით ჩემი რესპონდენტი კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის თუ მათიკაშვილის მსგავსად და მაშინაც ატყუებდით საზოგადოებას!!! თქვენი რუსული რეჟიმის ტყვე: ნიკუშა ბედნიერი კაცია P.S. აქვე გეტყვი ძალიან, ძალიან ბევრი დაგცინით, თქვენივე ნათქვამი სისულელეების გამო, მეტი ინტელექტი ნინ!.
ნინო წილოსანს გამოეხმაურა თავად ონისე ცხადაძეც. 1-ელ მაისს გამართულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ თუ წილოსანს ციხე კომფორტული ჰგონია, უსურვებს იგივე სიტუაციაში ყოფნას 4-დან 6 წლამდე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow