ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მედიასთან კომენტარი გიზი მამაგეიშვილმა გააკეთა.
საფრანგეთთან მატჩი ემოციურად ძალიან მძაფრი გამოვიდა — ბოლოს გოლი ორჯერ გადამოწმდა და ამან თამაშის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე შეგრძნებები დაგვიტოვა. თუმცა უკვე დავივიწყეთ და ახლა პორტუგალიასთან თამაშზე ვფიქრობთ.
ფრანგებთან მატჩის გარდამტეხი მომენტი, ალბათ, მათ მიერ 2:1-ზე ანგარიშის გათანაბრება იყო. გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავდიოდით და ამ გოლმა პირველობის შანსი წაგვართვა. უიმედო მდგომარეობაში არ ვართ — პირიქით, კარგი განწყობით ვემზადებით და ვფიქრობ, მატჩისთვის მზად ვიქნებით.
პორტუგალიასთან ევრო 2023-ზე მოპოვებული გამარჯვება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება? ვფიქრობ, ნამდვილად დაგვეხმარება, რადგან ის აზრი, რომ შეუძლებელი არაფერია, ფაქტებით მტკიცდება. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ფაქტი საქმეს გვიმარტივებს, მაგრამ გვაიმედებს.
ძალიან გვინდა, რომ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გავახაროთ.
- თქვა მამაგეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფიდან იმ შემთხვევაში გავა თუ პორტუგალიის დამარცხებას შეძლებს.