"გვინდა, რომ ლორია კარგად გავაცილოთ" - გიორგი გოჩოლეიშვილი

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერებთან ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს, სადაც გიორგი ლორია ნაკრების მაისურით უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს

ივნ. 5, 2025 - 15:57
 0
"გვინდა, რომ ლორია კარგად გავაცილოთ" - გიორგი გოჩოლეიშვილი
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერებთან ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს, სადაც გიორგი ლორია ნაკრების მაისურით უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს.

ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გიორგი გოჩოლეიშვილმა გააკეთა:

საქართველოში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალური მატჩია თუ ამხანაგური, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, რადგან ქვეყნის სახელით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, თამაში ისეთი იოლი არ იქნება, როგორსაც ბევრი შეიძლება ელოდოს. ვიბრძოლებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მატჩის შემდეგ გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთი თავდადებისთვის და გვინდა, რომ ის კარგი თამაშით გავაცილოთ.

- თქვა გოჩოლეიშვილმა.

ცნობისთვის, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველ არხზე იხილავთ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow