გიორგი გველესიანი ახალ კლუბს მიუახლოვდა - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

ირანულმა გამოცემამ Fotbali საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გიორგი გველესიანზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით...

აგვ. 9, 2025 - 20:57
 0
გიორგი გველესიანი ახალ კლუბს მიუახლოვდა - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
ირანულმა გამოცემამ Fotbali საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გიორგი გველესიანზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელის კარიერა შესაძლოა ისევ ირანის სუპერლიგაში გაგრძელდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მცველით ინტერესს ადგილობრივი კლუბი "ფოოლადი" იჩენს და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ გველესიანი სხვა წინადადებებსაც ელოდება, ირანულ გუნდთან საუბარი აქტიურ ფაზაშია და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანს ირანში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს – იგი აქამდე ოთხ სხვადასხვა კლუბში (ზობ აჰანი, ნასაჯი, სეპაჰანი და პერსოპოლისი) გამოდიოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow