გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, შაჰინ ისმაილოვსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები განიხილეს და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარების მაღალ ტემპს გაუსვეს ხაზი. გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოში ახალგაზრდობის საკითხებზე მიღებული კანონმდებლობა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე ახალგაზრდულ პროექტებსა და მომავალში განსახორციელებელ აქტივობებზე გამახვილდა. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მილი მეჯლისის კომიტეტის წევრები თბილისში მოიწვია. მხარეები კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, შაჰინ ისმაილოვსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები განიხილეს და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარების მაღალ ტემპს გაუსვეს ხაზი.
გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოში ახალგაზრდობის საკითხებზე მიღებული კანონმდებლობა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე ახალგაზრდულ პროექტებსა და მომავალში განსახორციელებელ აქტივობებზე გამახვილდა.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მილი მეჯლისის კომიტეტის წევრები თბილისში მოიწვია. მხარეები კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
What's Your Reaction?






