გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური საჭიროებებისა და […]

ივნ. 19, 2025 - 22:27
 0
გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური საჭიროებებისა და მათთვის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს.
აღინიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები აქტიურად სარგებლობენ სამინისტროს მოქმედი პროგრამებით და სერვისებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 7850 პირი ცხოვრობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow