გოჩოლეიშვილმა კოპენჰაგენი დატოვა - ქართველი მცველის მომავალი გადაწყვეტილია

კოპენჰაგენში საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას სლოვენიაში...

ივნ. 21, 2025 - 16:27
 0
გოჩოლეიშვილმა კოპენჰაგენი დატოვა - ქართველი მცველის მომავალი გადაწყვეტილია
გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"კოპენჰაგენში საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას სლოვენიაში, უკრაინულ კლუბთან ერთად დაიწყებს.

დანიურ კლუბს ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლებით მარტის ბოლომდე უნდა ესარგებლა, თუმცა კოპენჰაგენმა ეს პუნქტი არ გამოიყენა.

შახტარმა შეკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი შეიყვანა
", - წერს Geo Team.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow