"გულიაშვილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება" - "სარაევოს" თავკაცის გულწრფელი პასუხი ქართველზე
"გულიაშვილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება" - "სარაევოს" თავკაცის გულწრფელი პასუხი

ზეკიჩმა ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან ჩაწერა და აღნიშნა, რომ გუნდში სერიოზული გადახალისება მიმდინარეობს:
"ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. შეიძლება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტში ვინმე უკვე გაყიდულიც იყოს" – აღნიშნა ზეკიჩმა და როდესაც საუბარი კონკრეტულად გულიაშვილზე გადავიდა, დაამატა:
"მისი შენარჩუნება რთული და ფაქტობრივად შეუძლებელია. საქმე დიდ თანხას ეხება."
გიორგი გულიაშვილმა გასული სეზონი "სარაევოში" გამორჩეულად შედეგიანად ჩაატარა: 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბოსნიის ჩემპიონატის MVP გახდა და არაერთი ევროპული კლუბის დაინტერესება მიიპყრო – პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა სერია A-ს, ლიგა 1-ის, ხორვატიის, თურქეთისა და ბელგიის გუნდის ინტერესზე. ზამთარშივე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კონკრეტულ მოლაპარაკებებზე.
"სარაევოს" მომდევნო ოფიციალური მატჩი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნივერსიტატეა კრაიოვას წინააღმდეგ ექნება, მაგრამ მაღალია ალბათობა, რომ ქართველ გულშემატკივარს გულიაშვილ-მექვაბიშვილის დუელის ხილვის შესაძლებლობა არ მიეცეს და ტრანსფერი აღნიშნულ, მატჩებამდე დასრულდეს.
What's Your Reaction?






