"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟს
„პარი სენ-ჟერმენი“ კვლავ ცდილობს „ბორნმუთის“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ილია ზაბარნის შეძენას. პარიზულ კლუბს უკრაინელი...

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაბარნის თამაშით პირადად დაინტერესებულნი არიან როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ისე სპორტული დირექტორი ლუის კამპუში. მოლაპარაკებები შეჩერებული არ არის და მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება.
ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ ზაბარნის შესაძენად მზადაა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეც გაყიდოს — საუბარია ლიუკა ერნანდესზე, ლი კან ინზე და გონსალო რამუშზე. თავად ფეხბურთელს პარიზში გადასვლა სურს და პირადი კონტრაქტის პირობებზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება. თუმცა, ერთ-ერთ ჟურნალისტს, მიხაილ სპივაკოვსკის თუ დავუჯერებთ, ზაბარნიმ კლუბის წინაშე ერთი პირობა წამოაყენა — რომ მასთან ერთად არ იქნება რუსი მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბმა ეს მოთხოვნაც უკვე დააკმაყოფილა.
მიუხედავად ამისა, ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის — ზაბარნის გადაბირება ახლა „ნიუკასლმაც“ მოისურვა და კლუბი მზად არის, „ბორნმუთის“ მოთხოვნილი თანხა სრულად გადაიხადოს.
What's Your Reaction?






