დავიდ ალაბა კვლავ ტრავმირებულია - ავსტრიელი ჩაბი ალონსოს გუნდს ვერ დაეხმარება
მადრიდის „რეალს“ ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა კვლავ გამოაკლდა. 33 წლის ფეხბურთელი კუნთის დაზიანების გამო მოედანზე დაბრუნებას...

ტრავმის გამო ალაბა ვერ დაეხმარება „რეალს“ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს მისთვის კიდევ ერთი იძულებითი შესვენებაა — გასულ სეზონში მან მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, წინა წელს კი მხოლოდ 17-ჯერ გამოვიდა მინდორზე.
დავიდ ალაბა „რეალს“ 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 116 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა.
What's Your Reaction?






