,, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ… მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას” – ლევან ხაბეიშვილი
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ,,ოცნების” პარლამენტის მიერ პარტიების აკრძალვის კანონპროექტის მესამე ვადით მხარდაჭერას ასე ეხმაურება: ,,ეს გადაწყვეტილება არის პასუხი ამერიკასა და მეგობარი აქტის მიღებაზე. შლეგი, გავეშებული, მკვლელი ივანიშვილი აჩვენებს და პასუხობს ცივილიზებულ სამყაროს, რომ მზად არის პირადი ინტერესების სანაცვლოდ საბოლოოდ გაყიდოს საქართველო, პუტინის რუსეთზე, შეცვალოს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და აბსოლუტურ იზოლაციაში გამოამწყვდიოს ხალხი. […] The post ,, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ… მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას” – ლევან ხაბეიშვილი appeared first on .

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ,,ოცნების” პარლამენტის მიერ პარტიების აკრძალვის კანონპროექტის მესამე ვადით მხარდაჭერას ასე ეხმაურება:
,,ეს გადაწყვეტილება არის პასუხი ამერიკასა და მეგობარი აქტის მიღებაზე. შლეგი, გავეშებული, მკვლელი ივანიშვილი აჩვენებს და პასუხობს ცივილიზებულ სამყაროს, რომ მზად არის პირადი ინტერესების სანაცვლოდ საბოლოოდ გაყიდოს საქართველო, პუტინის რუსეთზე, შეცვალოს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და აბსოლუტურ იზოლაციაში გამოამწყვდიოს ხალხი.
პარტიობანას და პოლიტიკოსობანას თამაშები, ეთერიდან ეთერში სიარული, აზრს მოკლებული ხდება იმ პირობებში, როცა ოლიგარქი აბსოლუტური აკრძალვით, ციხით და ქვეყნიდან გაძევებით გვემუქრება. დადგა დრო, ქართველმა ხალხმა აიღოს ინიციატივა, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის.
ამ, უთანასწორო ბრძოლაში ხელების ჩამოშვება დანაშაულია. მე პირადად, მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას.“
The post ,, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ… მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას” – ლევან ხაბეიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






