დათო გორგილაძე: პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე …
“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე. გადმობრძანდითო. გადავედი. ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო? მეთქი არცერთი. ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს. კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო. კაი-მეთქი. წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო გორგილაძე.


What's Your Reaction?






