დევა კასელის შთამბეჭდავი გამოჩენა შეყვარებულთან ერთად DIOR-ის შოუზე: ახალგაზრდა ვარსკვლავის ფოტოები იაპონიიდან – Marao
დევა კასელი რამდენიმე დღის წინ იაპონიაში, კიოტოში იმყოფებოდა, სადაც DIOR-ის შოუს დაესწრო. ახალგაზრდა მოდელი აზიურ კულტურასაც გაეცნო და საინტერესო კადრები გამომწერებსაც გაუზიარა. დევა იაპონიაში შეყვარებულთან, საულ ნანნისთან ერთად გამოჩნდა. ახალგაზრდა მომხიბლავი წყვილი ბოლო დროს საჯარო ღონისძიებებს ერთად სტუმრობს და ყოველთვის ახერხებს საზოგადოების აღფრთოვანებას. დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს, რომში, იტალიაში. ის ცნობილ მსახიობთა […]


დევა კასელი რამდენიმე დღის წინ იაპონიაში, კიოტოში იმყოფებოდა, სადაც DIOR-ის შოუს დაესწრო. ახალგაზრდა მოდელი აზიურ კულტურასაც გაეცნო და საინტერესო კადრები გამომწერებსაც გაუზიარა. დევა იაპონიაში შეყვარებულთან, საულ ნანნისთან ერთად გამოჩნდა. ახალგაზრდა მომხიბლავი წყვილი ბოლო დროს საჯარო ღონისძიებებს ერთად სტუმრობს და ყოველთვის ახერხებს საზოგადოების აღფრთოვანებას.
დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს, რომში, იტალიაში. ის ცნობილ მსახიობთა ოჯახში გაიზარდა – დედა, მონიკა ბელუჩი, იტალიელი მსახიობი და მოდელია, ხოლო მამა, ვენსან კასელი, ფრანგი მსახიობია. დევას ბავშვობამ მრავალკულტურულ გარემოში გაიარა: იზრდებოდა პარიზში, რომსა და რიო-დე-ჟანეიროში. ეს შესაძლებლობა მისთვის მრავალენოვანი უნარების განვითარების წინაპირობა გახდა – იგი თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურსა და პორტუგალიურს.
დევას ჰყავს ერთი უმცროსი და, ლეონი, და ორი ნახევარდა-ძმა მამის სხვა ქორწინებებიდან.
დევამ მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 2019 წელს Dolce & Gabbana-ს სუნამოს კამპანიის სახე გახდა. მისი ბუნებრივი სინაზე და მსგავსება მონიკა ბელუჩისთან სწრაფად იქცა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ობიექტად. მას შემდეგ დევამ წარმატებით ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Dio, Coperni, Jacquemusდა Alberta Ferretti. 2024 წელს ის Vogue Italia-ს 60 წლის იუბილეზე გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე.
დევა თანდათან წარმატებულ ნაბიჯებს დგამს კინოშიც. მისი დებიუტი 2023 წელს შედგა იტალიურ დრამაში „მშვენიერი ზაფხული“, სადაც ამელიას როლი შეასრულა. ამჟამად ის Netflix-ის ახალი სერიალის – „ლეოპარდის“ – გადაღებებში მონაწილეობს, სადაც ანჯელიკა სედარას როლს ასრულებს. სერიალის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა. გარდა ამისა, 2024 წელს დევამ ხმის მსახიობის ამპლუაშიც სცადა ძალები და ანიმაციურ ფილმში „გონების თამაშები 2“ (Inside Out 2) პერსონაჟ ენუის იტალიური ვერსია გაახმოვანა.
დევას პირად ცხოვრებაში ამჟამად სიახლეები არ არის – მას ბოლო ერთი წლის მანძილზე იტალიელ მსახიობთან, საულ ნანისთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა. წყვილი 2023 წლის ოქტომბრიდან არის ერთად და ერთმანეთი სერიალ „ლეოპარდის“ გადაღებებისას გაიცნო. მათ ერთად ხშირად ვხედავთ სხვადასხვა მოდურ ჩვენებასა თუ საჯარო ღონისძიებაზე, მათ შორის Dior-ის მაღალ მოდის ჩვენებაზე.
დევა კასელი განაგრძობს თავისი პროფესიული ცხოვრების წარმატებით განვითარებას — წარმატებას აღწევს როგორც მოდის სფეროში, ისე კინოში. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის უკვე აღიარებულია, როგორც თანამედროვე მოდის და კინოს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ნიჭიერი ვარსკვლავი.
What's Your Reaction?






